სიახლეები

ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული სამკაულები

Posted On March 2, 2016 at 11:36 am by / No Comments

დამტკიცებულია, რომ ადამიანები სამკაულს ათობით ათასი წლის წინ ქმნიდნენ და ატარებდნენ. როდესაც საუბარი ძვირად ღირებულ სამკაულს ეხება, ბუნებრივია, პირველ რიგში ცნობილი ადამიანები და სამეფო ოჯახის წევრები გვახსენდება, რომლებიც ზოგჯერ მილიონობით დოლარსაც კი არ იშურებენ ძვირფასი სამკაულის სანაცვლოდ.

გამოცემა The Richest ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული სამკაულის ჩამონათვალს აქვეყნებს.

ამერიკული გამოცემის თანახმად, ეს ტიტული ვიტელსბახ-გრაფის ლურჯ ბრიალანტს ერგო, რომელიც 2011 წელს ყატარის სამეფო ოჯახმა 80 მილიონ დოლარად შეიძინა. თავდაპირველად, ეს ქვა ისტორიაში 1722 წელს ვიტელსბახის სახელით გამოჩნდა და 35,56 კარატს იწონიდა. თუმცა, 2008 წელს ბრილიანტი 23,4 მილიონ დოლარად ლონდონელმა იუველირმა ლორენს გრაფმა შეიძინა და ქვას ვიტელსბახ-გრაფის ბრილიანტი ეწოდა.

მეორე ადგილი ერგო 72 მილიონ დოლარად ღირებულ ვარდისფერ ბრილიანტს, რომელიც 2013 წლის ნოემბრამდე აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტის ტიტულს ფლობდა. ქვა 59,6 კარატს იწონის.

ვარდისფერი ბრილიანტი

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ყელსაბამი, რომლის ღირებულებაც 55 მილიონი დოლარია, ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე გავიდა. ყელსაბამი, სახელწოდებით L’Incomparable, 407,48 კარატს იწონის.

L’Incomparable-ის ყელსაბამი

ათეულში ასევე მოხვდნენ გრაფის ვარდისფერი ბრილიანტი – 46,2 მილიონი დოლარი

გრაფი

ზოის ბრილიანტი – 32,6

 ზოის ბრილიანტი

მილიონი დოლარი, ბრილიანტი, სახელწოდებით “ბიკინი” – 30 მილიონი დოლარი,

ბრილიანტის ბიკინი
“კარტიეს” წარმოების ყელსაბამი – 25,4 მილიონი დოლარი,
ჰატონის ყელსაბამი
“შოპარის” 201-კარატიანი ბრილიანტის საათი – 25 მილიონი დოლარი,
შოპარ 201
უინსტონის ლურჯი ბრილიანტი – 23,8 მილიონი დოლარი
უინსტონის ლურჯი
და ვარდისფერი ბრილიანტი, სახელწოდებით Perfect Pink – 23,2 მილიონი დოლარი. ეს უკანასკნელი ქვა აზიაში აუქციონზე გაყიდულ სამკაულებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული სამკაულია.
ვარდისფერი ბრილიანტი 2